18 აპრილი 2024,   09:01
ვრცლად
დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების დაუფლება - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 12 პირი პასუხისგებაში მისცა 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით სახელმწიფოს ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე 12 პირი პასუხისგებაში მისცა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2016-2017 წლების განმავლობაში, ბრალდებულებმა, დაამზადეს უძრავი ქონების ადგილზე დათვალიერების ყალბი ოქმები და შემდგომ, მათი გამოყენებით თაღლითურად მოახდინეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების მისაკუთრება.

ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ბრალდებულები მოტყუებით დაეუფლნენ მცხეთის რაიონის სოფელ საგურამოში არსებულ, საერთო ჯამში 11 600 მ3 მიწის ფართობს, რომლის საბაზრო ღირებულება 260 000 ლარს აღემატება.
გამოძიების პროცესში მოხდა თაღლითურად დაუფლებული მიწის ნაკვეთების დაყადაღება.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მეორე ნაწილით და 180-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე.

დღის ამბები