18 აპრილი 2024,   23:35
ვრცლად
მასშტაბური თავდასხმა პაკისტანში - ისლამურმა სახელმწიფომ იერიში საარჩევნო უბნებზე მიიტანეს 

ისლამურმა სახელმწიფომ პაკისტანში, სადაც დილიდან საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს, მასშტაბური თავდასხმა მოაწყო. ტერორისტები ქალაქ ქვეტაში მდებარე საარჩევნო უბანს დაესხნენ თავს. მათ ადგილზე მობილიზებულ პოლიციას და ამომრჩევლებს გაუხსნეს ცეცხლი, რის შემდეგაც ადგილზე თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი.

წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია 31 ადამიანი, დაშავებულთა რიცხვი კი 40-ს აჭარბებს. უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქეები არიან, რომლებიც ხმის მისაცემად საარჩევნო უბანზე მივიდნენ.

დღეს პაკისტანელები პარლამენტის ქვედა პალატას ირჩევენ. ეს არ არის პირველი თავდასხმა საარჩევნო პროცესზე. ტერორისტები პერიოდულად ტერაქტებს საარჩევნო კამპანიის დროს აწყობდნენ.

13 ივლისს, ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს, ისინი დეპუტატობის კანდიდატს დაესხნენ თავს და 130 ადამიანი მოკლეს.

დღის ამბები