04 დეკემბერი 2021,   20:30
ვრცლად
დღეს მთვარის სრული დაბნელებაა მოსალოდნელი

მეცნიერები საუკუნის მოვლენაზე დასაკვირვებლად ემზადებიან. დღეს მთვარის სრული დაბნელებაა მოსალოდნელი. დედამიწის თანამგზავრი მთლიანად მოექცევა ჩვენი პლანეტის ჩრდილში.

პროცესი თბილისის დროით 22 საათსა და 24 წუთზე დაიწყება და თითქმის, 4 საათს გაგრძელდება. დაბნელების სრული ფაზა კი ერთ საათსა და 43 წუთს გასტანს.

ამ დროს მთვარე როგორც წესი წითელ ფერს იღებს, რის გამოც ამ მოვლენას სისხლიან მთვარეს უწოდებენ.

მთვარის დაბნელების პარალელურად მოსალოდნელია კიდევ ერთი იშვიათი მოვლენა. მარსი და მზე ერთ მწკრივში განლაგდებიან, შესაბამისად, წითელი პლანეტა ყველაზე ახლო მანძილზე მოუახლოვდება დედამიწას და მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში მზის შემდეგ ყველაზე კაშკაშა ციური სხეული იქნება.

დღის ამბები