20 აპრილი 2024,   00:13
ვრცლად
ეკვადორის პრეზიდენტი ჯულიან ასანჟს ლონდონში საელჩოს ტერიტორიის დატოვებას სთხოვს

ეკვადორის პრეზიდენტმა ჯულიან ასანჟს ლონდონში საელჩოს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა. ლენინ მორენო ვადას არ აკონკრეტებს, თუმცა მან აღნიშნა, რომ "ვიკილიქსის" დამფუძნებელმა დიპლომატიური წარმომადგენლობის ტერიტორია დროულად უნდა დატოვოს. ეკვადორის პრეზიდენტი დიდ ბრიტანეთს ჯულიან ასანჟს გარანტიებსაც სთხოვს. ჯულიან ასანჟი, "ვიკილიქსის" დამფუძნებელია, რომელიც 2012 წლიდან ლონდონში მდებარე ეკვადორის საელჩოს აფარებს თავს. ტერიტორიის დატოვების შემთხვევაში მას ბრიტანეთის პოლიცია სასამართლოში გამოუცხადებლობის გამო დააკავებს. არ არის გამორიცხული ლონდონმა ის შეერთებულ შტატებს გადასცეს, სადაც საიდუმლო მასალების გასაჯაროვების გამო მას პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები