04 დეკემბერი 2021,   20:35
ვრცლად
დონალდ ტრამპი თურქეთს მკაცრი სანქციებით ემუქრება

შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, განცხადებას "ტვიტერის" ქსელით ავრცელებს და თურქეთს მკაცრი სანქციებით ემუქრება. მუქარის მიზეზი ამერიკელი პასტორის საქმეა, რომელიც 2016 წლიდან თურქეთის ციხეში იმყოფება. ენდრიუ ბრანსონი სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ დააკავეს. ერდოღანის ხელისუფლება მას ამერიკაში მცხოვრებ სასულიერო პირთან, ფეთჰულა გიულენთან კავშირში ადანაშაულებს, რომელსაც ანკარა სამხედრო გადატრიალების ორგანიზატორად მიიჩნევს. ამერიკელ პასტორს ჯაშუშობის და ტერიტორიული საქმიანობის მუხლებით აქვს ბრალი წაყენებული. ვაშინგტონი უკვე ორი წელია, სასულიერო პირების გათავისუფლებას უშედეგოდ მოითხოვს. ამერიკელ პასტორს გასამართლების შემთხვევაში 25 წლიანი პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები