ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მსხალგორის ტყეში მონადირე დაიღუპა 23 წლის ახალგაზრდა მამასთან ერთად სანადიროდ იმყოფებოდა. მას სავარაუდოდ, კლდეზე ფეხი დაუცდა და რამდენიმე ათეული მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა.
სამძებრო- სამაშველო სამუშაოებში თბილისიდან ჩასული სამაშველო ჯგუფები, მოგვიანებით კი ვერტმფრენი ჩართეს. ცხედარს რამდენიმესაათიანი ძებნის ოპერაციის შემდეგ მიაკვლიეს. შსს- ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა.