19 აპრილი 2024,   02:49
ვრცლად
სვანეთის მოსახლეობისა და სოზარ სუბარის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

რეგიონალური მართვის სამსახურის უფროსის, სოზარ სუბარის შეხვედრა სვანეთის მოსახლეობასთან ცოტა ხნის წინ უშედეგოდ დასრულდა. მხარეები მხოლოდ იმაზე შეთანხმდნენ, რომ კვირამდე მოსახლეობამ კარგად უნდა ჩამოაყალიბოს თავისი მოთხოვნები და ხელისუფლების წარმომადგენელს აუხსნას, თუ რატომ არის მათთვის ხე-ტყის დამუშავება აუცილებელი.

სოზარ სუბარი ადგილობრივებს დაპირდა, რომ მომდევნო კვირაში მთავრობა მოსახლეობის მოთხოვნებზე იმსჯელებს და შეეცდება, იპოვოს გზა თუ როგორ მოაქციოს რეგიონში არსებული სამხერხაოები სამართლებრივ სივრცეში.

„იყოს არა 30 და 50 პატარა სახერხი ქარხანა, რომელიც სტანდარტებში არ ჯდება, არამედ იყოს 2-3-4 დიდი, მაგრამ თითოეულში მუშაობდეს 50 კაცი, 2-3 კაცის ნაცვლად. ამ გზით წავა საბოლოოდ განვითარება, ამას ვინც ვერ შეეგუება და მაინც იფიქრებს, რომ კანონის ავლით უნდა იმუშაოს, ის კანონის სიმკაცრით დაისჯება,“- განაცხადა სოზარ სუბარმა.

მოსახლეობა აცხადებს, რომ ხელისუფლებამ მათ საარსებო საშუალება უნდა დაუტოვოს.

„რაღაც უნდა მოიფიქროს ხელისუფლებამ, რა და როგორ არავინ იცის, ვარაუდის დონეზეა. კითხვები ჩვენ დაგვისვეს, რა უნდა შეიქმნას და რით უნდა დასაქმდეს ხალხი ადგილზე. ერთ-ერთი ვერსიაა, რომ სოფლის მეურნეობა არსებობდა, მეორე - ტურიზმის განვითარება. საყრდენი არ აქვს არცერთ სიტყვას და ვერაფერს დაეყრდნობი,“- აცხადებენ ადგილობრივები.  

ამავე თემაზე
დღის ამბები