19 აპრილი 2024,   09:10
ვრცლად
იაპონია სტიქიას ებრძვის - კუნძულ ჰონსიუს ძლიერი ტაიფუნი დაატყდა თავს

იაპონია სტიქიას ებრძვის. ქვეყნის მთავარ კუნძულ ჰონსიუს ძლიერი ტაიფუნი დაატყდა თავს. რეგიონში ამ დრომდე გადაუღებლად წვიმს, ქარის სიჩქარე კი საათში 180 კილომეტრს აღწევს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, შტორმის შედეგად, 16 ადამიანი დაშავდა, 150 ათასამდე ოჯახი კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

სტიქიის ზონიდან წინასწარ 40 ათასზე მეტი ადამიანი გაიყვანეს. გადაუღებელი წვიმის გამო, ხელისუფლებამ მოსახლეობა ახალი მეწყერის ჩამოწოლის საფრთხის შესახებაც გააფრთხილა. ამავე რაიონში მეწყერს ივლისის დასაწყისში 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

დღის ამბები