20 აპრილი 2024,   08:02
ვრცლად
პედოფილიის ბრალდების გამო, ამერიკელმა კარდინალმა თანამდებობა დატოვა

პედოფილიის ბრალდების გამო, ამერიკელმა კარდინალმა თანამდებობა დატოვა. გავლენიანი სასულიერო პირის მოთხოვნა, გადადგომის შესახებ, რომის პაპმა უკვე დააკმაყოფილა.

88 წლის თეოდორ მაკარიკს არასრულწლოვანის მიმართ სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ. საუბარია 50 წლის წინ მომხდარ ინციდენტზე. ეს არის პირველი შემთხვევა ბოლო 100 წლის განმავლობაში, როდესაც ვატიკანის კარდინალთა კოლეგიის წევრმა შემადგენლობა ნებაყოფლობით დატოვა.

ვაშინგტონის ყოფილ არქიეპისკოპოსს ღვთისმსახურების აღსრულებაც აეკრძალა.

დღის ამბები