23 აპრილი 2024,   14:26
ვრცლად
ნიუ ორლეანში ორმა მამაკაცმა სავაჭრო ცენტრში ხალხს ცეცხლი გაუხსნა - დაღუპულია 3 ადამიანი 

ამერიკელი სამართალდამცველები ორ მამაკაცს ეძებენ, რომლებმაც ნიუ ორლეანში სავაჭრო ცენტრში ხალხს ცეცხლი გაუხსნეს.

სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 7 კი დაშავდა. რამდენიმეს მდგომარეობა კრიტიკულია. მომხდარის შემდეგ დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან ფეხით მიიმალნენ.

ნიუ ორლეანის პოლიცია ეჭვმიტანილთა ვინაობის დასადგენად დახმარებას საზოგადოებას სთხოვს და თვითმხილველებს მოუწოდებს, გამოძიებას ნებისმიერი ინფორმაცია მიაწოდონ. ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა თავდასხმის მოტივიც.


დღის ამბები