22 სექტემბერი 2021,   02:48
ვრცლად
ინდონეზიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა - დანგრეულია ასობით შენობა

ინდონეზიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა. 6,4 მეათედი მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები ყველაზე მეტად პოპულარულ ტურისტულ ზონაში, ქვეყნის ცენტრალურ კუნძულ ლომბოკზე იგრძნობოდა.

გავრცელებული ცნობით, დაღუპულთა შორის ერთი მალაიზიელი ტურისტია, დაშავებულთა რაოდენობამ კი უკვე 160-ს გადააჭარბა. დანგრეულია ასობით შენობაც. პირველი მიწისძვრის შემდეგ სტიქიის ზონაში 60-ზე მეტი ბიძგი განმეორდა, მათ შორის ყველაზე ძლიერი 5.7 მეათედი მაგნიტუდის იყო.

ლომბოკი კუნძულ ბალის აღმოსავლეთით, 40 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს და იქ ტურისტები მთელი მსოფლიოდან ჩადიან.

დღის ამბები