
რუსეთში, უკვე მეორე დღეა, საპენსიო რეფორმას აპროტესტებენ. საპენსიო ასაკის გაზრდის წინააღმდეგ მოსკოვის ქუჩებში 5 ათასამდე ადამიანი გამოვიდა. სახაროვის გამზირზე რამდენიმე ოპოზიციური მოძრაობის მხარდამჭერები შეიკრიბნენ. აქცია მოსკოვის ხელისუფლებასთან შეთანხმებული იყო, თუმცა მისი დასრულების შემდეგ სამართალდამცველებმა მიტინგის ორგანიზატორები დააკავეს.
პოლიციის განყოფილებაში 4 ადამიანი გადაიყვანეს, მათ შორის ალექსეი ნავალნის მოძრაობის მოსკოვის შტაბის კოორდინატორი. მთავრობის ინიციატივას სათათბირომ პირველი მოსმენით 10-ი დღის წინ დაუჭირა მხარი. კანონპროექტი მამაკაცებისთვის საპენსიო ასაკის 5, ქალებისთვის კი 8 წლით მომატებას ითვალისწინებს.