19 აპრილი 2024,   14:31
ვრცლად
ისტორიული შედეგი - ბასილაშვილი ჩემპიონია

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირის გამარჯვებულია. კარიერაში პირველად, ქართველმა ჩოგბურთელმა ATP რანგის ტურნირი მოიგო და ფინალში, გერმანიის ღია პირველობის ფინალში, ტურნირის მოქმედი ჩემპიონი, არგენტინელი ლეონარდო მაიერი სამ სეტში - 4:6, 6:0, 7:5 დაამარცხა.

ბასილაშვილი ტიტულთან ერთად 500 სარეიტინგო ქულას მიიღებს და მსოფლიო რეიტინგში 35 ადგილზე გადაინაცვლებს, რაც ირაკლი ლაბაძის შედეგის გაუმჯობესებას (42) ნიშნავს.

დღის ამბები