20 აპრილი 2024,   09:44
ვრცლად
ინსულტის გადატანის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ ლუკაშენკო პირველად გამოჩნდა

ინსულტის გადატანის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ ბელარუსის პრეზიდენტი საზოგადოების წინაშე პირველად გამოჩნდა.

ალექსანდრე ლუკაშენკო დღეს მინსკის საოლქო კომიტეტის ხელმძღვანელს შეხვდა და რეგიონში მიმდინარე საქმიანობასთან დაკავშირებით ანგარიში მოისმინა.

ინსულტის დიაგნოზით ბელარუსის ლიდერის ჰოსპიტალიზაციის შესახებ ცნობა უკრაინულმა პორტალმა 28 ივლისს გაავრცელა.

მოგვიანებით ინფორმაცია ლუკაშენკოს პრეს-მდივანმა უარყო, თუმცა, მას შემდეგ პრეზიდენტი მედიასთან პირველად მხოლოდ დღეს გამოჩნდა.

დღის ამბები