19 მაისი 2022,   10:03
ვრცლად
ბიზნესმენი გიორგი სოზაშვილი დაკავებულია - სამართალდამცველები მას დაუმორჩილებლობაში ადანაშაულებენ

ბიზნესმენი გიორგი სოზაშვილი დაკავებულია. სამართალდამცველებმა ის მას შემდეგ აიყვანეს, რაც ის ვაკე-საბურთალოს პოლიციასთან, მისი კუთვნილი ავტომობილიდან პირადი ნივთების ამოსაღებად მივიდა. დაკავებას წინ სოზაშვილსა და პოლიციელებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა. ბიზნესმენს სამართალდამცველების დაუმორჩილებლობაში სდებენ ბრალს. მისი მეუღლე კი პოლიციელებს სოზაშვილის ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. პოლიციაში რამდენიმე საათიანი დაკითხვის შემდეგ, ბიზნესმენი ჯერ ნარკოლოგიურ შემოწმებაზე, შემდეგ კი პოლიციის მთავარ სამმართველში გადაიყვანეს. ადვოკატი სოზაშვილთან შეხვედრას დღეს გეგმავს. 

დღის ამბები