08 დეკემბერი 2024,   07:42
ვრცლად
NDI-ის კვლევაში მონაწილეთა 50%-ს მიაჩნია, რომ სასამართლო მოსახლეობას ერთნაირად არ ეპყრობა

NDI-ის მორიგი კვლევა სასამართლო სისტემისადმი მოსახლეობის ნდობის საკითხსაც ეხება და საზოგადოების მკვეთრად ნეგატიურ შედეგებს აქვეყნებს.

გამოკითხული 2 ათას 500-მდე რესპონდენტის 50% სრულად ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველოს სასამართლოები მოქალაქეებს თანაბრად არ ეპყრობიან და ზოგს უპირატესობას ანიჭებენ, ზოგს კი არა. 

რაც შეეხება პოზიციას, რომ საქართველოს სასამართლოები ქვეყნის ყველა მოქალაქეს თანაბრად ეპყრობა და არავის ანიჭებს უპირატესობას, ამ პოზიციას გამოკითხულთა მხოლოდ 8% იზიარებს სრულად. 

შეგახსენებთ, რომ კვლევა ივნისი-ივლისის პერიოდში ჩატარდა. სოციალურ საკითხებთან ერთად, კვლევა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და კონკრეტული პარტიებისა თუ კანდიდატების მიმართ მოსახლეობის განწყობებსაც ასახავს.  

დღის ამბები