20 აპრილი 2024,   08:19
ვრცლად
საუკუნის ძარცვა შვედეთში - სტრანგნასის საკათედრო ტაძრიდან ფასდაუდებელი სამეფო გვირგვინები მოიპარეს

შვედეთში სტრანგნასის საკათედრო ტაძრიდან, ფასდაუდებელი სამეფო გვირგვინი მოიპარეს. საუბარია მეფე კარლ მეცხრეს და დედოფალი კრისტინას გვირგვინებზე, რომლებიც მეთორმეტე საუკუნეში აგებულ ტაძარში იყო გამოფენილი.

მძარცველებმა მონარქების კუთვნილი ძვირფასეულობა დაცული ვიტრინებიდან ამოიღეს და ადგილიდან კატერით მიიმალნენ.

მათი ძებნის ოპერაციაში პოლიცია და ავიაციაა ჩართული. სამართალდამცველებისთვის მძარცველების ვინაობა ცნობილი არ არის. მომხდარის გამო საკათედრო ტაძარი დაიხურა. ეკლესიაში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

დღის ამბები