09 დეკემბერი 2021,   12:18
ვრცლად
Human Rights Watch რუსი ჟურნალისტების მკვლელობის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვს

Human Rights Watch ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ხელისუფლებისგან რუსი ჟურნალისტების მკვლელობის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვს.

უფლებადამცველი ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გამოძიებამ მკვლელობის ადგილზე რუსეთის საელჩოს დელეგაცია და გაეროს მისია უნდა დაუშვას.

რუსი ჟურნალისტები: ორხან ჯემალი, ალექსანდრე რასტარგუევი და კირილ რადჩენკო, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მივლინებაში იმყოფებოდნენ, ისინი ისინი რუსული კერძო სამხედრო კომპანია ”ვაგნერის” საქმიანობის შესახებ დოკუმენტურ ფილმზე მუშაობდნენ, სწორედ ამ დროს მათ თავს შეიარაღებული პირები დაესხნენ.

მკვლელობის მოტივად ყაჩაღობა სახელდება. გარდაცვლილი ორხან ჯემალი, ცხელ წერტილებში, მათ შორის ოკუპირებული ცხინვალის რეგიონშიც მუშაობდა. სწორედ მას ეკუთვნის წიგნი „ხუთდღიანი ომის ქრონიკები“ რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ.

დღის ამბები