
ავღანეთში უცხო ქვეყნის მოქალაქეები გაიტაცეს და მოკლეს. სამი ცხედარი ავტომობილში სამართალდამცველებმა ქაბულის მახლობლად იპოვეს.
გარდაცვლილები ინდოეთის, მალაიზიისა და მაკედონიის მოქალაქეები არიან. ისინი საკვების მწარმოებელ ერთ-ერთ უმსხვილეს საერთაშორისო კომპანიაში მზარეულებად მუშაობდნენ.
გამოძიების ვერსიით, მოკლულები უცნობმა პირებმა აეროპორტში მიმავალი გზიდან გაიტაცეს.
სამართალდამცველები მომხდარს როგორც ტერაქტს, ისე განიხილავენ, თუმცა პასუხისმგებლობა ამ დრომდე არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.