19 აპრილი 2024,   20:23
ვრცლად
ფხენიანმა ვაშინგტონის მიერ დაწესებულ ახალ სანქციებს "საგანგაშო" უწოდა

ფხენიანმა ვაშინგტონის მიერ დაწესებულ ახალ სანქციებს "საგანგაშო" უწოდა.

განცხადება ჩრდილო კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა აზია-წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნების სამიტზე გააკეთა, სადაც მაიკ პომპეოსთან პირისპირ შეხვედრაც გამართა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა სინგაპურიდან საერთაშორისო თანამეგობრობას ფხენიანზე ზეწოლის გაგრძელებისკენ მოუწოდა.

მაიკ პომპეომ იმედი გამოთქვა, რომ ფხენიანი კორეის ნახევარკუნძულის განიარაღების შეთანხმების ერთგული დარჩება.

დამატებითი სანქციები ჩრდილო კორეას ვაშინგტონმა გუშინ დაუწესა და ამავე მოთხოვნით გაეროს უშიშროების საბჭოსაც მიმართა.

მიზეზი გაეროს ექსპერტების ანგარიში გახდა, რომელიც ადასტურებს, რომ ფხენიანს ბირთვული ობიექტებზე მუშაობა არ შეუჩერებია და გაეროს სანქციების დარღვევას განაგრძობს.

დღის ამბები