05 დეკემბერი 2021,   17:43
ვრცლად
ბრაზილიის პატიმარი ექსპრეზიდენტი ისევ პრეზიდენტობის კანდიდატი გახდა

ბრაზილიის პატიმარი ექსპრეზიდენტი ისევ პრეზიდენტობის კანდიდატი გახდა. ბრაზილიის მშრომელთა პარტიამ ლუის ინასიუ ლულა და სილვა, რომელიც სასჯელს კორუფციის ბრალდებით იხდის, პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა. გადაწყვეტილება უმსხვილესმა პოლიტიკურმა ძალამ პარტიის ყრილობაზე მიიღო.

ლულა და სილვას თანაპარტიელებმა მისი კანდიდატურა უმაღლეს საარჩევნო სასამართლოში უნდა დაარეგისტრირონ. ამისთვის მათ ვადა 15 აგვისტომდე აქვთ. 

მიმომხილველების პროგნოზით, საარჩევნო კომისია ლულა და სილვას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ეტყვის.

მოქმედი კანონმდებლობა მეორე ინსტანციის სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის კოდექსით გასამართლებულ პირს, პრეზიდენტის პოსტის დაკავებას უკრძალავს.

დღის ამბები