06 დეკემბერი 2021,   12:52
ვრცლად
შეტაკებები პორტლენდში ორი კონტრაქციის მონაწილეებს შორის - პოლიციამ ათობით დემონსტრანტი დააკავა

საპროტესტო გამოსვლები პორტლენდში არეულობით და დაკავებებით დასრულდა . ქალაქის ცენტრში მემარჯვენე მოძრაობა " მომლოცველი პატრიოტების" აქტივისტები შეიკრიბნენ, რომელსაც კონსერვატორი რესპუბლიკელი სენატორობის კანდიდატი ხელმძღვანელობს.

მოძრაობა დონალდ ტრამპის პოლიტიკის მომხრეა და ხელისუფლებას კიდევ უფრო ხისტი პოლიტიკის გატარებისკენ მოუწოდებს. მათ გვერდით საპროტესტო აქცია ნიღბიანმა აქტივისტებმა გამართეს, რომლებიც მომლოცველ პატრიოტებს ნეონაცისტები უწოდეს. სიტყვიერი დაპირისპირება შეტაკებებში გადაიზარდა.

აქციის მონაწილეთა დასაშლელად პოლიციამ სპეცსაშუალებები გამოიყენა და ათობით ადამიანი დააკავა. 

დღის ამბები