06 დეკემბერი 2021,   11:36
ვრცლად
თავდასხმა ვენესუელის პრეზიდენტზე - პასუხისმგებლობა იატაკქვეშა დაჯგუფებამ აიღო

ვენესუელის პრეზიდენტზე არ შემდგარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იატაკქვეშა დაჯგუფებამ აიღო. ადგილობრივი მედიის ცნობით, ე.წ. ფლანელის ჯარისკაცების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დრონების ჩამოგდების მიუხედავად, ნიკოლას მადუროზე თავდასხმები გაგრძელდება და მისი სიკვდილი გარდაუვალია.

თავდასხმა ვენესუელის პრეზიდენტზე კარაკასში სამხედრო აღლუმის დროს მოხდა. დაშავდა 7 ჯარისკაცი. პრეზიდენტი და ხელისუფლების წარმომადგენლები უვნებლები გადარჩნენ.

ნიკოლას მადურომ მოსახლეობას სიტყვით მიმართა და დამნაშავეებს უმკაცრესი სასჯელით დაემუქრა.

დღის ამბები