25 აპრილი 2024,   12:56
ვრცლად
ავღანეთში კოალიციურ ძალებზე მომხდარი თავდასხმის დროს ქართველი ჯარისკაცები არ დაშავებულან - თავდაცვის სამინისტრო

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავღანეთში კოალიციურ ძალებზე
მომხდარი მორიგი თავდასხმის დროს ქართველი ჯარისკაცები არ დაშავებულან. თვითკვლელმა ტერორისტმა სამხედროების კონვოისთან აიფეთქა თავი.

ნატოს ძალების მეთაურის ცნობით, თავდასხმის შედეგად ალიანსის წევრი სამი ჩეხი ჯარისკაცი დაიღუპა. დაშავდა ერთი ამერიკელი და ორი ავღანელი სამხედრო. ტერაქტი ფარვანის პროვინციაში მოხდა, სადაც ქართველი სამხედროებიც მსახურობენ.

აფეთქება რიგითი პატრულირების დროს მოხდა. ავღანეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ტერაქტზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება თალიბანმა აიღო. თალიბების ლიდერის განცხადებაში აღნიშნულია, რომ თავდასხმის შედეგად მათ საოკუპაციო ძალების 8-ა ჯარისკაცი მოკლეს, თუმცა ოფიციალურად მხოლოდ 3 გარდაცვლილის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია.

ამავე თემაზე
დღის ამბები