27 ნოემბერი 2021,   17:46
ვრცლად
მიწისძვრა ინდონეზიაში - ქვეყანაში ცუნამის განგაში გამოცხადდა

ძლიერი მიწისძვრა ინდონეზიაში- 7 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები კუნძულ ბალიზე 10 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა. გამოცხადდა ცუნამის განგაშიც.

წინასწარი ინფორმაციით, მიწისძვრას ტურისტულ ზონაში ნგრევაც მოჰყვა. ვიდეოებს და ფოტოებს სოციალურ ქსელებში ადგილზე მყოფი ტურისტები ავრცელებენ, რომელთა შორის ცნობილი ადამიანებიც არიან. ინფორმაცია მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ არ ვრცელდება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიწისძვრის შედეგად საქართველოს მოქალაქეებს დახმარების თხოვნით საელჩოსთვის არ მიუმართავთ. ბიძგები კუნძულ ლომბოკზეც იგრძნობოდა, სადაც რამდენიმე კვირის წინ ძლიერი მიწისძვრის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა. 

დღის ამბები