25 აპრილი 2024,   09:43
ვრცლად
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფხვენისში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფხვენისში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, 25 წლის მამაკაცს თანასოფლელმა სანადირო თოფიდან ესროლა. მომხდარს წინ ურთიერთდაპირისპირება უძღოდა.

დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი, მის მდგომარეობას ექიმები სტაბილურად მძიმედ მიიჩნევენ.

მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს, რაც 7- დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დამნაშავე დაკავებულია.

დღის ამბები