23 აპრილი 2024,   13:59
ვრცლად
ტრაგედია ტყიბულის შახტში და 7 დაკავებული - ადვოკატები საქმის მასალების გადაცემას ელოდებიან

ტყიბულის შახტებში მომხდარ ტრაგედიებთან დაკავშირებით დაკავებულ შვიდ პირს ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ. ისინი ქუთაისის პოლიციის მთავარ სამმართველოში იმყოფებიან. პროცესს მათი ადვოკატებიც დაესწრებიან.

ამ დროისთვის დაკავებულების უფლებადამცველებს საქმის მასალები არ გადასცემიათ.

„ჯერ ბრალი არ წაუყენებიათ და ბრალს, რომ წაუყენებენ მერე გადმოგვცემენ საქმის მასალებს,“-განაცხადა ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა.

დაკავებულებს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ერ მუხლის  მეორე ნაწილით ედავება, რაც სამუშაო პროცესის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. გამოძიების ინფორმაციით შვიდივე დაკავებულს ჰქონდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ  შახტების იმ მონაკვეთებზე, სადაც დატრიალდა ტრაგედია სამუშაოების წარმოება არ შეიძლებოდა.

დაკავებულთა შორის არიან საქნახშირის ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები - შახტის დირექტორი, მთავარი ინჟინერი, მენეჯერი, უბნის უფროსი, მისი მოადგილე და თანაშემწე. ასევე დაკავებულია ინდმეწარმე, იმ ღია კარიერის მფლობელი, სადაც მაისში ორი ადამიანი დაიღუპა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები