19 აპრილი 2024,   09:02
ვრცლად
სისხლიანი გარჩევა ვარკეთილში - დაპირისპირებას 38 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

სისხლიანი გარჩევა ვარკეთილში - ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, 38 წლის მამაკაცი მოკლეს, 45 წლამდე მამაკაცი კი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ შელაპარაკება უძღოდა. დაპირისპირების შედეგად დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. ექიმების თქმით, დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია.

„აღენიშნებოდა გულ-მკერდის არეში ცეცხლსასროლი ჭრილობა. გადაყვანილ იქნა პაციენტი საოპერაციო ბლოკში და მოხდა ჭრილობის რევიზია. ამ მომენტისთვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება,“-განაცხადა ექიმმა სპარტაკ გიორგაძემ.

საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს. დადგენილია სავარაუდო დამნაშავის ვინაობა, მის დასაკავებლად სამძებრო ღონისძიებები უკვე მიმდინარეობს. 

დღის ამბები