23 აპრილი 2024,   19:34
ვრცლად
ავიაკომპანია "Ryanair"-ს პილოტები გაიფიცნენ

ევროპის ქვეყნებში “Ryanair” პილოტებმა გაფიცვა დაიწყეს. ავიაკომპანიის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური გაფიცვის გამო უკვე გადაიდო 400-ზე მეტი რეისი, 55 000 მგზავრს, კი სხვა კომპანიით სარგებლობა, ან ბილეთის საფასურის დაბრუნება შესთავაზეს. ყველაზე მეტად გერმანიის ქალაქები დაზარალდა, სადაც პრაქტიკულად არ სრულდება შიდა რეისები.

პილოტების პროფესიული კავშირის თავმჯდომარის განცხადებით, ამ ეტაპზე გაფიცვა მხოლოდ 24-ი საათის განმავლობაში გაგრძელდება.

პროფკავშირი ავიაკომპანიის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს 2018 წლის იანვრიდან აწარმოებს. მთავარი მოთხოვნა Ryanair- თან პირველი სატარიფო ხელშეკრულების გაფორმება და ხელფასების მომატებაა.

დღის ამბები