25 აპრილი 2024,   10:18
ვრცლად
ეროვნული ვალუტა რეკორდულად გაუფასურდა - ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მნიშვნელოვნად დაეცა

ეროვნული ვალუტა კვირის ბოლოს რეკორდული მაჩვენებლით გაუფასურდა. ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებაში თითქმის 7 თეთრით დაეცა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის მიხედვით, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5339 ლარი გახდა, მაშინ როდესაც ერთი დოლარის ღირებულება 2.4687 ლარი იყო. 

გაცილებით მაღალია დოლარის ღირებულება კომერციულ ბანკებში. ერთი ამერიკული დოლარი 2 ლარი და 62 თეთრი ღირს, თითქმის 12-14 თეთრით ძვირი.

ლარი გაუფასურდა ევროსთან მიმართებაშიც. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1 ევრო 2.9061 ლარი ღირს. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.8622 ლარს შეადგენდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები