24 აპრილი 2024,   03:48
ვრცლად
NASA-მ ისტორიული მისიის დაწყება ერთი დღით გადადო

NASA-მ ისტორიული მისიის დაწყება ერთი დღით გადადო. პირველ აპარატს, რომელიც მზეს მაქსიმალურად უნდა მიუახლოვდეს, ამერიკის კოსმოსური სააგენტო კანავერალის კონცხიდან ხვალ გაუშვებს.

ბოლო წუთს გადაწყვეტილების შეცვლის ზუსტი რაკეტის ტექნიკური გაუმართაობა გახდა, რომელიც სპეციალისტებმა გაშვებამდე ორი წუთით ადრე შენიშნეს.

კოსმოსური ზონდი "პარკერ სოლარი" მზის ზედაპირს 6 მილიონი კილომეტრით მიუახლოვდება და მის გარე ატმოსფეროში, ე.წ. კორონაში შეაღწევს.

აპარატს შეუძლია ათას ხუთას გრადუსამდე ტემპერატურას გაუძლოს. მეცნიერების განცხადებით, პროექტის მიზანი მზის აქტივობის შესახებ ახალი მონაცემების მიღებაა. მისია 7 წელი გაგრძელდება და მილიარდ ნახევარი დოლარი ჯდება.

დღის ამბები