23 აპრილი 2024,   21:42
ვრცლად
აფეთქება ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში - არიან დაღუპულები და დაშავებულები

აფეთქება ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში. შემთხვევა სამხედრო ქარხანაში მოხდა, სადაც ქვეყნის შეიარაღებული ძალების თვითმფრინავებისა და გემების აღჭურვილობას, მათ შორის სარადარო სისტემებს აწარმოებენ.

აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, კიდევ ერთი კი საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში გადაიყვანეს.

პოლიციის ვერსიით, ინციდენტი ყოფილი რუსი აგენტის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის საქმეს არ უკავშირდება, თუმცა ქარხანა ხუთიოდე კილომეტრითაა დაშორებული იმ ქიმიური ლაბორატორიიდან, რომელიც გამოძიებაშია ჩართული.

დღის ამბები