20 აპრილი 2024,   12:25
ვრცლად
ყაჩაღობა თბილისში - "ბიუ-ბიუში" შეიარაღებული ნიღბიანი პირი შეიჭრა

ყაჩაღობა ხორცპროდუქტების მაღაზია "ბიუ-ბიუში" - ნიღბიანი პირი დღის ბოლოს ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ფილიალში შეიჭრა. იარაღის მუქარით მან გამყიდველს ნავაჭრი თანხა წაართვა და მიიმალა. ამ დროს სავაჭრო ობიექტში მხოლოდ გამყიდველი იყო. რა თანხის წაღება შეძლო თავდამსხმელმა, ამ ეტაპზე უცნობია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

დღის ამბები