25 აპრილი 2024,   15:37
ვრცლად
მკვლელობა თბილისში - დოლიძის ქუჩაზე 42 წლის ბიზნესმენი ჩაცხრილეს

გვიან ღამით, თბილისში ბიზნესმენი, ლევან სიგუა ჩაცხრილეს. შემთხვევა დოლიძის ქუჩაზე, მის საცხოვრებელ სახლთან ახლოს მაშინ მოხდა, როცა 42 წლის ლევან სიგუა მანქანიდან გადმოდიოდა. მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე ტყვია აქვს მოხვედრილი.

"გავიგე სროლის ხმა, 4 თუ 5 გასროლა იყო, ძალიან წვრილად ისროდნენ. უცებ მოხდა ეს ამბავი, წითელი მანქანა იყო, წითელ მანქანაში ჩაცხრილეს მემგონი. ძალიან ბევრი მანქანები იდგა, გადაკეტილიიყო მთელი გზა,"-აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

სხვა მეზობლები მომხდარის დეტალებზე ვერ საუბრობენ. ისინი აცხადებენ, რომ არაფერი დაუნახავთ, გასროლის ხმა კი ფოიერვერკი ეგონათ და ყუდარღება არ გაუმახვილებიათ. 

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები თითქმის მთელი ღამის განმავლობაში მიმდიანრეობდა.

 

 

დღის ამბები