19 აპრილი 2024,   23:48
ვრცლად
კალიფორნიის შტატის ქალაქ ალამიდაში, მცირე ზომის თვითმფრინავი ავტომაგისტრალზე ავარიულად დაეშვა

მცირე ზომის თვითმფრინავი ავტომაგისტრალზე ავარიულად დაეშვა. შემთხვევა კალიფორნიის შტატის ქალაქ ალამიდაში მოხდა. პილოტმა ავარიული დაშვების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც თვითმფრინავს ძრავთან დაკავშირებული პრობლემა შეექმნა.

ბორტზე სულ ორი ადამიანი იმყოფებოდა, ინციდენტის შედეგად ერთი მათგანი მსუბუქად დაშავდა.

ავარიული დაშვების დროს, არც თვითმფრინავი და არც მაგისტრალზე მოძრავი ავტომობილები არ დაზიანებულა.

დღის ამბები