25 ნოემბერი 2020,   19:02
ვრცლად
მანჩესტერში სროლის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა

10 ადამიანი დაშავდა სროლის შედეგად მანჩესტერში. ქალაქში წუხელ ყოველწლიური კარნავალი მიმდინარეობდა და ქუჩებში უამრავი ადამიანი იყო გასული.

მომხდარის დეტალების დასადგენად სამართალდამცველები უსაფრთხოების კამერების ვიდეო-ჩანაწერებს სწავლობენ და მოწმეებს კითხავენ.

არც ერთი დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მათ ადგილობრივ საავადმყოფოში მკურნალობენ.

მანჩესტერის პოლიციის გადაწყვეტილებით, ქალაქის სამხრეთ რაიონებში ადგილობრივების უსაფრთხოების მიზნით უახლოეს დღეებში პატრულირება გაძლიერდება. 

დღის ამბები