20 აპრილი 2024,   09:48
ვრცლად
მკვლელობა ნინოწმინდაში - დანაშაული 16-წლიან ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს

ნინოწმინდაში მომხდარ მკვლელობაში დადანაშაულებულ გარეგინ მედელიანს ბრალი დაუმძიმდა. მას დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობაში ადანაშაულებენ, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 16-წლიან ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

მკვლელობა სოფელ სათხაში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, მასპინძელმა სტუმრები მოკლა.

სასიკვდილო ჭრილობები ორ მამაკაცს ცივი იარაღით აქვს მიყენებული. თუმცა მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახის წევრები მომხდარის განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობენ.

 

დღის ამბები