23 აპრილი 2024,   20:13
ვრცლად
ავიაკატასტროფა ინდონეზიაში - შემთხვევას მხოლოდ ერთი, 12 წლის ბიჭი გადაურჩა

ავიაკატასტროფას ინდონეზიაში 12 წლის ბიჭი ცოცხალი გადაურჩა. თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 7 მგზავრი და ეკიპაჟის ორი წევრი იმყოფებოდა, პაპუა ახალი გვინეის საზღვრის მახლობლად, მთებში ჩამოვარდა.

კატასტროფის ადგილზე მაშველებმა 12 წლის მოზარდი ცოცხალი იპოვეს, მას გონებაც კი არ ჰქონდა დაკარგული. დანარჩენი რვავე ადამიანი კი დაიღუპა. ლაინერი კერძო კომპანიას ეკუთვნოდა და ოკსი-ბილის აეროპორტში უნდა დაშვებულიყო. თვითმფრინავი რადარებიდან გუშინ საღამოს გაუჩინარდა. მისი ჩამოვარდნის მიზეზი ჯერჯერობით, უცნობია.

დღის ამბები