29 ნოემბერი 2021,   03:58
ვრცლად
„რუსთავი 2“ განათავსებს პოლიტიკური პარტიების რეკლამას არასაარჩევნო პერიოდში - ნიკა გვარამია

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია არასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ რეკლამის განთავსების აკრძალვას ეხმაურება. ნიკა გვარამიას თქმით, კანონში ცვლილებების მიუხედავად, „რუსთავი 2“ განათავსებს პოლიტიკური პარტიების რეკლამას არასაარჩევნო პერიოდში.

„არ ვაპირებთ ამას დავემორჩილოთ, ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ განვათავსებთ არასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ რეკლამას. ვიბრძოლებთ ბოლომდე სასამართლოში და ვიბრძოლებთ საკონსტიტუციო სასამართლოშიც,“ - აცხადებს ნიკა გვარამია.

მაუწყებლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ზღუდავს როგორც პოლიტიკური პარტიების, ასევე, მაუწყებლების კომერციულ საქმიანობას.

გვარამიას შეფასებით, აღნიშნული რეგულაცია კომერციული საქმიანობის უფლებას ზღუდავს. ნიკა გვარამია ამ შეზღუდვას ანტიკონსტიტუციურს უწოდებს.

გვარამიას თქმით, იმ შემთხვევაში თუ არასაარჩევნო პერიოდში „რუსთავი 2-ის“ ეთერში განთავსებული რეკლამის გამო სამაუწყებლო კომპანია დაჯარიმდება, ამას სასამართლოში გაასაჩივრებს.

„ის ზღუდავს ჩვენს საკუთრების უფლებას, ჩვენი კომერციული საქმიანობის უფლებას და მან პირდაპირ ბრუნვიდან ამოიღო პოლიტიკური პარტია, როგორც კომერციული სუბიექტი რეკლამის განთავსების მიზნებისთვის და აბსოლუტური სისულელე თქვა კომისიამ და შემდეგ სასამართლომ გაიმეორა, რომ თურმე პოლიტიკურ პარტიას არ აქვს უფლება, რომ კომერციული შესყიდვების გზით მოახდინოს საკუთარი საქმიანობის რეკლამირება. მაშინ როდესაც, მაგალითად, მთავრობას, ანუ სხვა პოლიტიკურ პარტიას, ეს უფლებამოსილება გააჩნია,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

დღის ამბები