20 აპრილი 2024,   18:31
ვრცლად
არასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ რეკლამის განთავსების აკრძალვა - კომუნიკაციების ეროვნული კომისია "რუსთავი 2-თან" განმარტებას აკეთებს

არასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ რეკლამის განთავსების აკრძალვა - საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია „კურიერთან“ განმარტებას აკეთებს.

განცხადებაში მითითებულია, რომ არაწინასაარჩევნო პერიოდში სამაუწყებლო ეთერში პოლიტიკური შინაარსის ვიდეორგოლების განთავსებასთან დაკავშირებით კომისიის გადაწყვეტილებები კანონთან თანხვედრაშია.

მარეგულირებელ კომისიაში აცხადებენ, რომ კომისიის გადაწყვეტილებები სრულ შესაბამისობაშია არამხოლოდ საქართველოს კანონმდებლობასთან, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან, სადაც ევროსასამართლომ პოლიტიკური რეკლამის ტელევიზიითა და რადიოთი გავრცელების აკრძალვა დასაშვებად მიიჩნია.

დღეს საპარლამენტო უმცირესობამ უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე სწორედ ამ რეგულაციის გაუქმება მოითხოვა, თუმცა არ დააკმაყოფილეს.

 

დღის ამბები