19 აპრილი 2024,   09:17
ვრცლად
ლარის კურსი ბოლო რამდენიმე დღეში 11 პუნქტით გაუფასურდა - ოპოზიცია მძიმე შედეგებს აანონსებს

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ლარის კურსი რყევის შედეგად, ჯამში, 11 პუნქტით გაუფასურდა. ლარის ახალი ოფიციალური კურსი 2.57-ია და გუშინდელთან შედარებით, თითქმის, 4 თეთრით გაუფასურდა. კურსი ძალაში ხვალიდან შევა, თუმცა საცალო ბაზარზე 1 დოლარის ღირებულება დღეს უკვე 2,6-ს ასცდა.

მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ ლარის რყევის მიზეზი თურქული ლირის ვარდნაა. თუმცა საქართველოში ინფლაციას „ქართული ოცნების“ წევრები არ ელოდებიან და ფასების მხოლოდ ოდნავ მომატების შესაძლებლობაზე საუბრობენ.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ რამდენიმე თვეში ამას მძიმე უარყოფითი შედეგები ექნება.

"ნაციონალური მოძრაობა" დარწმუნებულია, რომ ლარის ვარდა არა თურქული ლირის დაცემის, არამედ მთავრობის არასწორი ეკონომიკური გადაწყვეტილებების ბრალია.

"ევროპულ საქართველოში" მიაჩნიათ, რომ ხელისუფლება ლარის კურსის ცვლილებას მოუმზადებელი ხვდება, მით უმეტეს ტურისტული სეზონის დროს.

ანალიტიკოსები ლარის კურსის რყევას თურქული ვალუტის ვარდნას უკავშირებენ, თუმცა ნაწილი მიიჩნევს, რომ მთავრობას ამ ვითარებაში შესაბამისი გეგმა და რეაქცია უნდა ჰქონდეს.

შაბათს ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 6 თეთრით დაეცა, დღეს კი დამატებით თითქმის 4 თეთრით.

 

დღის ამბები