24 აპრილი 2024,   15:52
ვრცლად
მეორე ტიპის დიაბეტის სამკურნალო საშუალებები მნიშვნელოვნად გაიაფდა

მეორე ტიპის დიაბეტის სამკურნალო საშუალებები მნიშვნელოვნად გაიაფდა. საუბარია დიაბეტის მეორე ფორმით დაავადებული პაციენტებისთვის ყველაზე საჭირო და მოხმარებად მედიკამენტებზე, როგორიცაა სიოფორი, დიაბეტონი, ამარილი.

„საქართველოში არის დიდი რაოდენობით შაქრიანი დიაბეტი, ძირითადად, ასაკოვანი ხალხია ან დაახლოებით, 40 წლის შემდეგ. დაკლებული რომ არის ახლა ფასები, არის ძალიან დიდი შეღავათი პაციენტებისთვის,“ - განაცხადა ჯანდაცვის დეპარტამენტის პროგრამების სამმართველოს უფროსმა, ეკა ადამიამ.

პროექტი „პარტნიორობა ხელმისაწვდომი ჯანდაცვისათვის“ საერთაშორისო და ადგილობრივი მწარმოებელი კომპანიებისა და სახელმწიფოს თანამშრომლობის საფუძველზე, ე.წ. კორპორატიული პასუხისმგებლობის დევიზით ხორციელდება.

დღის ამბები