24 აპრილი 2024,   23:16
ვრცლად
საგამოძიებო კომისიამ დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულის ბიძა დაკითხა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ამერიკაში მყოფი ბიზნესმენი დაკითხა. ივანე ნაკაიძის გამოკითხვა სკაიპის საშუალებით, დაახლოებით, ერთ საათს გაგრძელდა.

ნაკაიძე დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული არასრულწლოვანის, გ.ჯ-ს ბიძაა.

კომისიის წევრები ამბობენ, რომ ბიზნესსექტორზე მისი გავლენებიდან გამომდინარე, ნაკაიძეს ბევრი შეკითხვა დაუსვეს, იყო თუ არა ის რაიმე შემხებლობაში დანაშაულის დაფარვასთან.

დეპუტატები ბიზნესმენის პასუხებს კომისიის დასკვნით ნაწილში შეაფასებენ.

„უამრავი კითხვა არსებობს ამ საკითხის ირგვლივ, დაწყებული იქიდან თუ სად იმყოფებოდა გ.ჯ. პირველი დეკემბრის საღამოდან ოთხ დეკემბრამდე, ხომ არ იგეგმებოდა ან ხომ არ მომხდარა მისი გადაყვანა საქართველოს ფარგლებს გარეთ. აგრეთვე მსჯავრდებულის ოჯახის შესაძლო კავშირს ბერა ივანიშვილთან, ოთარ ფარცხალაძესთან. ეს იყო კითხვები, რომელიც საზოგადოებაში არსებობდა, რომელიც საგამოძიებო კომისიამ დასვა,“- განაცხადა საგამოძიებო კომისიის წევრმა, ოთარ კახიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები