18 აპრილი 2024,   04:38
ვრცლად
საკონსტიტუციო სასამართლო დეკანოზ მამალაძის ადვოკატების სარჩელის არსებით განხილვას დაიწყებს

საკონსტიტუციო სასამართლო უახლოეს პერიოდში დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატების სარჩელის არსებით განხილვას დაიწყებს. სარჩელის ავტორები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის და კიდევ რამდენიმე მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვენ.

მათი თქმით, გაუთქმელობის ნორმა არაკონსტიტუციურია და უნდა გაუქმდეს. ადვოკატებს ასევე სურთ, რომ სხდომები საჯარო გახდეს.

უფლებადამცველების ვარაუდით, საკონსტიტუციო სასამართლომ შემოდგომაზე არსებითი განხილვები უნდა დაიწყოს.

„ჩვენ ბევრი ნორმა გვქონდა გასაჩივრებული, თუმცა მთავარი ფუნდამენტური საკითხები, რაც უკავშირდება გაუმჟღავნებლობის ინსტიტუტს და ვალდებულებას, რომ ადვოკატებმა და მსჯავრდებულმა არ ისაუბრონ საქმეზე, თუ ამას მოითხოვს გამომძიებელი ან პროკურორი, ეს საკითხი არის მიღებული და ეს საკითი იქნება მთავრი, რაზეც საკონსტიტუციო სასმართლოს მსჯელობა მოუწევს. რადგან ჩვენი აზრით, ეს ინსტიტუტი, რა ფორმითაც არსებობს, არაკონსტიტუციურია, ისევე როგორც, ამ ვალდებულების დარღვევის გამო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრება,“- განაცხადა ფონდ ”ღია საზოგადოება საქართველოს” ადამიანის უფლებების პროგრამის კოორდინატორმა, გიორგი ჩიტიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები