20 აპრილი 2024,   07:49
ვრცლად
იაპონიის სამხრეთ დასავლეთით ვულკანი ამოფრქვევას იწყებს - ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია ხორციელდება

იაპონიის სამხრეთ დასავლეთით კუნძულ კუჩი-ნოერაბუზე მოსახლეობის ევაკუაციას იწყებენ. მიზეზი ვულკანი გახდა, რომელიც გააქტიურდა და უახლოეს საათებში ამოფრქვევას დაიწყებს.

ქვეყნის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა უკვე გააფრთხილა მოსახლეობა და ევაკუაციისთვის მომზადება ურჩია. 3 კილომეტრის რადიუსში მთასთან მიახლოება აიკრძალა.

ბოლოს ვულკანი 2015 წლის მაისში ამოიფრქვა.

დღის ამბები