23 აპრილი 2024,   22:56
ვრცლად
დედა-შვილი, რომლებსაც ჩვილის გაყიდვა ედებათ ბრალად, მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

დედა-შვილი, რომლებსაც ჩვილის გაყიდვა ედებათ ბრალად, მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. ისინი ამ დროისთვის უკვე პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. ისინი წაყენებულ ბრალს მხოლოდ ნაწილობრივ ეთანხმებიან. ირკვევა, რომ სამართალდამცველებს ინფორმაცია ჰქონდათ, რომ მშობიარე ჩვილის გაყიდვას აპირებდა და საკონტროლო შესყიდვა განახორციელეს.

ადვოკატის განცხადებით, მომხდარი მოწმეები ოპერატიულ სამძებრო საქმიანობიდან ფარული აგენტები არიან.

„ბავშვის გაშვილება იმიტომ უნდოდათ, რომ მისი რჩენის შესაძლებლობა არ ჰქონდათ. სოციალურად დაუცველთა ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არიან და ამიტომ აპირებდნენ ბავშვის გაშვილებას. როგორც თვითონ გააჟღერეს ეს ინფორმაცია ახლობლებთან, მეზობლებთან. მთავარი მოწმეები არიან ოპერატიულ სამძებრო საქმიანობიდან ფარული აგენტები, რომლებიც იყვნენ მიგზავნილები, როგორც მსურველები, რომ უნდოდათ ბავშვის აყვანა, ცოლ-ქმრის სტატუსით იყვნენ. მიზანი არ იყო, რომ ბავშვი საზღვარგარეთ წასულიყო, ამ ნაწილში არ ეთანხმებიან. თვითონ ჩანაწერებში ჩანს, რომ ახსენეს საზღვარგარეთ გაყვანის სურვილი რომ ჰქონდათ, თუმცა ბრალდებულებს ამაზე სურვილი გამოეთქვათ, ასეთ გარემოებას ადგილი არ ჰქონია,“- განაცხადა ადვოკატმა, მადონა მიქელაძემ.

გამოძიების ინფორმაციით, 1989 წელს დაბადებული ქალი მშობიარობის შემდეგ ახალშობილის გაყიდვას აპირებდა. იგი, დედასთან ერთად, ბავშვის შეძენის მსურველებს ეძებდა, რომლებთანაც თანხასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს პირადად აწარმოებდა.

დედა-შვილმა ახალშობილი სამშობიაროდან გამოწერის დღესვე ათას ლარად გაყიდეს.

სამართალდამცველებმა ორივე მათგანი მყიდველის მიერ თანხის გადაცემის დროს დააკავეს. დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ დროისთვის დაზარალებული ახალშობილი სოციალურ სამსახურს ჰყავს წაყვანილი. დედას, რომელსაც ჩვილის გაყიდვას ედავებიან, ოთხი ბავში სოციალურმა სამსახურმა ჩამოართვა.

ამავე თემაზე
დღის ამბები