19 აპრილი 2024,   13:18
ვრცლად
აშშ-ის უშიშროების სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელებმა ჯონ ბრენანს სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს

შეერთებული შტატების უშიშროების სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელებმა ჯონ ბრენანს სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს. ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილ დირექტორს კრიტიკის გამო პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საიდუმლო მასალებთან წვდომის უფლება ჩამოართვა.

ყოფილმა მაღალჩინოსნებმა პრეზიდენტს ღია წერილით მიმართეს. ბინ ლადენის ლიკვიდაციის ოპერაციის ხელმძღვანელის, უილიამ მაკრეივენის შეფასებით, პრეზიდენტი ყოფილ მაღალჩინოსნებს არამხოლოდ ამერიკელი ხალხის, არამედ მთელი მსოფლიოს თვალში ამცირებს.

ერთობლივ განცხადებას 12 გავლენიანი ადამიანი აწერს ხელს. მათ შორის არიან რობერტ გეითსი, ლეონ პანეტა და დეივიდ პეტრეუსი.

დღის ამბები