25 აპრილი 2024,   04:00
ვრცლად
გაუსაძლისი სიცხეების შემდეგ, იაპონიაში პირველი თოვლი მოვიდა

გაუსაძლისი სიცხეების შემდეგ, იაპონიაში პირველი თოვლი მოვიდა. უჩვეულო ამინდი კუნძულ ჰოკაიდოს მთიან რეგიონშია.

მეტეოროლოგების განცხადებით, თოვლი ამ ადგილას, როგორც წესი, მხოლოდ სექტემბრის ბოლოს მოდის.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში იაპონიის მთელს ტერიტორიაზე, ანომალიური სიცხეები იყო, რასაც მსხვერპლიც კი მოჰყვა.

თუმცა, კუროს მთიან რეგიონში გასულ ღამეს ტემპერატურა მკვეთრად, ნულ გრადუსამდე დაეცა. მეტეოროლოგების განცხადებით, აგვისტოში თოვლიანი ამინდი მთიან რეგიონში ბოლოს 1974 წელს დაფიქსირდა.

დღის ამბები