16 აპრილი 2024,   10:32
ვრცლად
იშვიათი ჯიშის პანდები - იაპონიის ზოოპარკს ახალი ბინადრები ჰყავს

იაპონიის ზოოპარკს ახალი ბინადრები ჰყავს. საუბარია ორ პანდაზე, რომლებიც შირაჰამას ზოოპარკში დაიბადნენ. ვეტერინარების ინფრომაციით, იშვიათი ჯიშის პანდამ ორი შვილი გააჩინა. ერთ-ერთი მათგანი მდედრობითია და სულ 75 გრამს იწონის. მეორე ახალშობილის შესახებ ინფრომაცია არ ვრცელდება.

ზოპარკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დედაც და ახალშობილებიც ჯანმრთელები არიან და თავს კარგად გრძნობენ.

ახალი ბინადრებისთვის სახელები ჯერ არ დაურქმევიათ.

დღის ამბები