25 აპრილი 2024,   13:25
ვრცლად
ხელოვნების სასახლეში ქართული ანბანისა და დამწერლობის ისტორიისადმი მიძღვნილი კატალოგის პრეზენტაცია გაიმართა

ქართული ანბანისა და დამწერლობის ისტორიისადმი მიძღვნილი კატალოგის პრეზენტაცია ხელოვნების სასახლეში გაიმართა. „ანბანი, როგორც ისტორია“ ქართულ-ინგლისური გამოცემაა, რომელიც უნიკალურ ხელნაწერებს, პირველად ნაბეჭდ წიგნებს, რარიტულ გამოცემებსა და თანამედროვე ხელოვანთა ნამუშევრებს აერთიანებს.

კატალოგი ოფენბახის შრისტის მუზეუმში, ქართული დამწერლობისადმი მიძღვნილი გამოფენის ფარგლებში დაიბეჭდა, რომელიც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პრეზენტაციას ეძღვნება.

„ვფიქრობთ, რომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ვაჩვენებთ ყველა იმ დღევანდელ შესაძლებლობებს, რომელიც გაგვაჩნია კულტურაში და გახდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, ზოგადად, საქართველოსი კულტურის სფეროს განვითარებისთვის,“ - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა.

დღის ამბები